ახალქალაქში 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, დეპუტატ ენზელ მკოიანის ადვოკატმა ახალი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ამ კადრებში ჩანს, როგორ ისვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, სამველ პეტროსიანი, რომელიც ადვოკატის თქმით, პარლამენტის წევრის მკვლელობას ცდილობდა. მისი მტკიცებით, თავის მოგერიების მიზნით შემთხვევის ადგილზე გაისროლა ენზელ მკოიანმაც.
საქმე უკავშირდება კონფლიქტს, რომელშიც პარლამენტის წევრის ძმისშვილი მონაწილეობდა. ის ამ დროისთვის დაკავებულია. მკოიანების ინტერესების დამცველი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლას ითხოვს. ამავე საქმეზე დაკავებულია კონფლიქტში მონაწილე მეორე პირიც. საქმეზე სასამართლო განხილვები 18 ივნისიდან დაიწყება.
“კურიერი”