ბატონი ზაზა აბაშიძე, ღირსეული დოდო აბაშიძის ვაჟი, ისტორიკოსი და მნიშვნელოვანი დაწესებულების – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, სისულელეზე სისულელეს ამატებს. სისულელეს კიდევ არა უშავს, მაგრამ დასანანია, რომ ყველასათვის უსაყვარლესი დოდო აბაშიძის შვილი აგრესიის სულისკვეთებით განმსჭვალულა და თან უწმაწური სიტყვებით იგინება.
შეგახსენებთ, ლიბერალურმა მასმედიამ აბაშიძის საფეისბუკო კომენტარები გაავრცელა. პირველ კომენტარში აბაშიძე რომელიღაც “ქოც-იუზერს” კვერს უკრავს, რომ ქვემო ქართლის სოფლელები, რომლებმაც მათ კარ-მიდამოში გაურკვეველი მისიით მისული პოლიციელები უკან გამოყარეს, უნდა დასჯილიყვნენ უმკაცრესად:
“უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!” – დაწერა ზაზა აბაშიძემ.
გინების მეფე-დედოფალი გაბუნია-გვარამიაც კი სახტად დარჩებოდნენ ამის წაკითხვისას – ზაზა აბაშიძე საჯარო სივრცეში რუსულად იგინება!
მაგრამ ლიბერალებმა ეს კი არ გაუკრიტიკეს აბაშიძეს, არამედ, ქსენოფობიაში დასდეს ბრალი, თითქოს ზაზა აბაშიძე ბორჩალოელ თათრებს ვერ იტანდეს და პრობლემაც ეს იყოს. ატყდა ლიბერასტური ალიაქოთი. პროვინციელმა ძალად-ევროპელებმა მოითხოვეს აბაშიძის თანამდებობიდან გაშვება და, ფაქტობრივად, მისი მოკვეთა საზოგადოებიდან, “უმცირესობების” მიმართ არასწორი დამოკიდებულების გამო.
ამიტომ, აბაშიძემ თავის შემდგომ “ბრძნულ” კომენტარში თავადვე დააზუსტა:
“კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი…”
აბაშიძეს ჰგონია, რომ ახლა ძალიან კარგად და ლამაზად, ინტერნაციონალისტად წარმოჩნდა – გინებაც გაიმეორა თან – “ტიპია”. მაგრამ, ეს კაცი საერთოდ კაცთმოძულე ყოფილა – მარტო ბორჩალოელ თათრებს კი არა, რუსსაც, ქართველსაც და ნებისმიერს “გადაუვლის”, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. ამის მიზეზი მისი ელემენტარული სიმხდალეა, შიში 0,0001% კორონავირუსით დაავადებული თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გაუსაძლის პირობებში ჩაგდების გამო აღშფოთდნენ და რომლებიც პროტესტის გამოხატვის გზით ვერა და ვერ დაასნეულებენ ვერც ზაზა აბაშიძეს და ვერც სხვა ვინმეს. რომელ “პოტენციურ მკვლელებზე და გამავრცელებლებზე” ლაპარაკობს ჩვენი “კნიაზი”? განა შეიძლება, კაცი ასე აგიტანოს შიშმა, რომ თანამოქალაქეებს (თუნდაც კანონის დამრღვევებს) გამოკეტვა, ამოხოცვა, “ტ..ვნა” და უბედურება უსურვო?
Нехорошо так, კნიაზო, нехорошо!
P.S. ბოლოს, ბ-ნმა აბაშიძემ უწმაწურობაზე ბოდიში მოიხადა, მაგრამ თავისი აგრესიული სისულელე და საგანგებო რეჟიმის “დარღვევით” გამძაფრებული შიშები კიდევ ერთხელ დაადასტურა: “არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას – აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს – საქართველოს ყველა მოქალაქეს!” – სხვა სიტყვებით, ყველა მოქალაქეს ვაყენებ შეურაცხყოფას, ვინც არ შეესაბამება ჩემს წარმოდგენებს, ეროვნებით კი არ ვარჩევო, მააშ!