რუსეთსა და აშშ-ს ბევრის მიღწევა შეუძლიათ, თუკი ისინი „მეორე მსოფლიო ომის“ მოკავშირეების ურთიერთობების ტრადიციებს მიჰყვებიან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა მოკავშირეების ურთიერთობების ისტორიული მნიშვნელობა, რომელმაც ჩვენი ხალხი „მეორე მსოფლიო ომის“ წლებში დააკავშირა და საერთო მტერზე გამარჯვება შესაძლებელი გახადა. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ ამ ტრადიციების დაცვით რუსეთს და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ბევრი რამის მიღწევა მწვავე პრობლემების მოგვარების კუთხით, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ტერორიზმის წინააღმდეგ ომის, რეგიონალური კონფლიქტების მოგვარებისა და ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში,“- ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ერთმანეთს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილე მიულოცეს.
ipn.ge