სულთნობა უნდოდა და უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმიანება  სოციალურ ქსელში:

„სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე – მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა.

მაგრამ მაინც ჩაერევა…

არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს – მაგას სულთნობა უნდა.

ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში – ვერ გაიგებ რომელი ოლიგარხი რას თამაშობს“-წერს ჩერგოლეიშვილი.