იქნებ თავად უკრაინა მოიქცა სულელურად, როცა საქართველოში ძებნილი დაასაქმა

სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“უკვე დაიწყო ამ სივრცეში სულელური მოწოდებები რაღაც დემარშებსა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე უკრაინასთან.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება !

ვინც ამისკენ უბიძგებს ქვეყანას – ან არ ესმის რას ამბობს, და ან შეგნებული პროვოკატორია !..

საკითხი რა თქმა უნდა პრობლემატურია, თუმცა მისი მოგვარება ღირსეულად სწორედ რომ მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობით და ზუსტი სვლებით იქნება შესაძლებელი მხოლოდ.“-წერს ყარაულაშვილი.

რატომ,ბატონო მირიან?!  იქნებ უკრაინა მოიქცა სულელურად, როცა ჩვენს ქვეყანაში ძებნილი  თავის ქვეყანაში დაასაქმა და არაფრად ჩააგდო საქართველოს მცდელობა, დამნაშავე სააკაშვილის თანამდებობაზე არდანიშვნისთვის?!