საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი. ამჟამად მხოლოდ 320 დაინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობას სხვადასხვა კლინიკებში.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია ათი პაციენტი.