საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი

 

გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტკური პატიმრები არ არსებობენ, ხელისუფლება კი აღებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

„საქართველოში პოლტიმატიმრები არ არსებობენ, წერიტილი. საქართველოში პოლიტკური მართლმსაჯულება არ არსებობს. კიდევ ერთი წერტილი.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო ყველა იმ ვალდბეულებას შესრულებს, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გამოუგზავნა, სადაც ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზეა საუბარი.

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად კუბილიუსი ყურადღებას ამახვილებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეებზეც.