დღეს, 9 მაისს, გამარჯვების დღეს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, ევგენი კონიშევმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ტრადიციისამებრ, გვირგვინით შეამკო თბილისში უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი.
ბ-მა კონიშევმა შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე წაიკითხა პრეზიდენტ პუტინის მოლოცვის ტექსტი, რომელიც 5 მაისით არის დათარიღებული.