თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, როდიდან დაიწყებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, ეს არ არის დამოკიდებული მერიაზე.
„ეს არ არის მერიის პასუხისმგებლობა. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა. გადაწყვეტილება რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტთან დაკავშრებით იქნება მიღებული, დამოკიდებულია ქვყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეოაზე. მთელი რიგი გადაწყვტილებები ხდება დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით, მათი რეკომენდაციებით, რჩევებით, შესაბამისად ამ შემთხვევაშიც, როგორც კი გაიცემა იმის რეკომენდაცია, რომ საზოგადოებრივი შეიძლება იყოს აღდგენილ, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას,
სატრანსპორტო კომპანია ყველანაირად მობილიზებულია, მზად არის და მაშინვე დაიწყება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში”- განაცხადა კახა კალაძემ.
ipress.ge