გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა კი მხოლოდ 1-ით

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-ით გაიზარდა და 349-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეს  მხოლოდ 1-ით გაიზარდა და  ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას,

“პირველად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ  კარანტინის რეჟიმშია 4 769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი რჩება.

კორონავირუსისგან საქართველოში 11 ადამიანია გარდაცვლილი.