მეტეხის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე, მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა.

ადგილობრივების თქმით, ის დაახლოებით, შვიდი დღის წინ გაუჩინარდა და დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

“ალია”