უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში იმყოფება და სავალდებულო კარანტინს გადის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ელჩი კიევიდან მინსკში მანქანით ჩავიდა, მინსკიდან კი თბილისში სხვა მგზავრებთან ერთად გამოფრინდა.
ცნობისთვის, 8 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა.
„ინტერპრესნიუსი”