20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა უნდა ჩატარდეს

20 ივნისს რუსთაველზე დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

“20 ივნისს დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის გამზირზე, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავახსენოთ და რაც მთავარია ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების განთავისუფლებამდე ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.