აქციებით ვაიძულოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ დროა, საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები განახორციელონ.

„აქციებს რაც შეეხება, მესმის, რომ ინტერესი არსებობს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ის უპირველესი ფასეულობაა, რაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითავისოს საკუთარი გადაწყვეტილებებისას, თუმცა, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩემი აზრით გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვით საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები იმისთვის, რომ წნეხი, საერთაშორისო წნეხთან ერთად მათ შორის იყოს ქვეყნის შიგნით, რომ ივანიშვილს ვაიძულოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება“- განაცხადა ბოკუჩავამ.