წარმოდგენილი პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ ჰგავს წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ნაცვლიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა ჰგავს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობისთვის არაფერს არ მოიტანს.

“მთავრობამ დააგვიანა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის წარმოდგენა. მთავრობამ სამწუხაროდ არ გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება, როდესაც ბუნებრივად იქმნება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე დეფიციტი.

წარმოდგენილი პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ ჰგავს წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას,” – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

 

“კურიერი”