ბიძინა გახდეს პრემიერი, ან წავიდეს და გაიყოლოს თავისი მინისტრები

პოლიტოლოგი ერთ-ერთ ნიუსს აზიარებს სათაურით – “გიორგი გახარია ამერიკელ სენატორ ლიდსი გრემს ტელეფონით ესაუბრა”. ნიუსს კი ასეთ მინაწერს უკეთებს:

“ამ ტიპის კომუნიკაციის მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ სენატორს არა აქვს უფლებამოსილ ადამიანთან საუბრის განცდა. როდესაც მან იცის, რომ მასთან მოსაუბრე ტელეფონს როგორც კი დაკიდებს, სხვასთან უნდა გადარეკოს, მოუყვეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოაყალიბოს პოზიცია.
ეს მათთვის გაუგებარი, უცხო და შეურაცხმყოფელია.
ამიტომ ვერ იქნება ოცნების საგარეო პოლიტიკა ეფექტური, სანამ არ აღდგება ინსტიტუციური წესრიგი.
ამისთვის კი ორი გზა არსებობს:
1. ბიძინა გახდეს პრემიერი.
2. წავიდეს, გაიყოლოს თავისი მინისტრები და ინტერეს-ჯგუფები და მისცეს გახარიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების და რეალური მართვის საშუალება”, – წერს გია ხუხაშვილი Facebook-ში.

 

წყარო: “ipress.”