არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი შენი უფლებების” თავმჯდომარე, ადვოკატი ლაშა გოლუბიანი საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას ეჭვქვეშ აყენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“81 წლის პაციენტი გარდაიცვალა კოვიდითო და სტატისტიკას მე-12-ე მიაწერეს.
არადა ამ ადამიანს 29 აპრილიდან აღარ ქონდა კორონა, ამ ვირუსისგან იყო გამოჯანმრთელებული! გულსისხლძარღვთა დაავადება – გული გახდა გარდაცვალების მიზეზი.
რატომ წერთ გარდაცვალების მიზეზად კოვიდს? რატომ ბერავთ ხელოვნურად სტატისტიკას? 45 წლის ქალზეც გორში ანალოგიური გააკეთეთ.
10 ადამიანია კოვიდით გარდაცვლილი და კარგი მონიტორინგის და გადამოწმების ფარგლებში დარწმუნებული ვარ ეს რიცხვიც შემცირდება”-წერს გოლუბიანი.