ორჯერადი ტესტირებით პაციენტს კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ კორონავირუსით გარდაცვლილ მე-12 პაციენტის შესახებ განაცხადა.
„81 წლის ქალი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა. 29 აპრილს ორჯერადი ტესტირებით კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხირივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, – განაცხადა ტურძელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მეათე პაციენტსაც აღარ ქონდა კორონა და 45 წლის ქალი ინსულტით გარდაიცვალა.
პ.ს.: საინტერესოა, რატომღა არიან ისინი კოვიდ19-ით გარდაცვლილთა სიაში?!