კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 404. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.