“მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას და ხელი შევუწყო იმას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას.
დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ რამდენიმე კითხვა გვაქვსო და ასეთ კითხვას მისვამს, რომ თუ გათავისუფლდებით რას აპირებთო. ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა. მთელი ეს… მასკარადი იყო. ჩემიც გიგის, რურუას და სხვების დაჭრაც იყო პოლიტიკის ნაწილი და გათავისუფლებაც პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ სიმართლე გითხრათ შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობენ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეს იყო პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი. ძალიან მრცხვენოდა “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორისა და ევროპარლამენტარის ძალისხმევას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და ბორდერიზაციის შესაჩერებლად მათ უწევდათ თავისი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
“აიპრესსი”