როგორც მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც

დედაქალაქის მერი, ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს:

„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“

ოპოზიცია ამბობს, რომ  თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძის გარემოცვის წევრები ახორციელებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის აზრით აღნიშნულ კომპანიებს მაღალი ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილებაც კი არ აქვთ და კორუფციის ნიშნები იკვეთება. ამასთან, კომპანიებს შორის არის „ეიჯი გრუპი“, რომლის დირექტორიც ალექსანდრე ხუციშვილია. ის სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ  კომპანია “ელიბოს”, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.