ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, მასწავლებლებსა და პროფესორებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში სწავლებისთვის მადლობა გადაუხადა და გმირები უწოდა.
მან დისტანციური სწავლების დანერგვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით, ჩვენმა ქვეყანამ ამ კუთხით დიდი წარმატებას მიაღწია.
“დღევანდელი ჩვენი პრეზენტაციის მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ იქნება, შესაბამისად სემესტრი შედგა. მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები კი შემდეგ კურსებზე. ეს ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურებაა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებსა და პროფესორებს ნამდვილი გმირობისთვის. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ექიმებთან ერთად, ჩვენი მასწავლებლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. ფაქტობრივად ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში. ამ პროცესს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საქართველოში, სადაც ძალიან დიდი პოზიტივია დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით და უცხოელი კოლეგებისგან.
აღსანიშნავია, რომ OESD-იმ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც COVID-19-ისგან შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, ჩვენი სისტემის მიერ განხორციელებულა ღონისძიებებმა ძალიან მაღალ შეფასება დაიმსახურა. რამდნიმე დღის წინ, “მაიკროსოფტმა” ჩაატარა საერთაშორისო პანელი, რომელიც მიეძღვნა განათლების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. მე პატივი მქონდა მასში მონაწილეობა მიმეღო, სადაც საქართველოში გატარებულ ღონისძიებებზე დეტალურად ვისაუბრეთ. მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ “მაიკროსოფტის” ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა დისტანციური სწავლების იმ მეთოდებს, რომელიც ჩვენ გავატარეთ. ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და ფინეთი არიან ეფექტურები დისტანციური სწავლების დანერგვის თავლსაზრისით,”- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ახალი მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და ჩვენი დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, შევიმუშავეთ ახალი მოდელი. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და ამავდროულად შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.
ახალ მოდელში წარმოდგენილია დაახლოებით ორი ფორმა, ესენია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. პირველი მათგანი მსოფლიოში აპრობირებულია, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. ეს მასწავლებელს აძლევს საშუალებას სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია და
პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფარგლებში შემუშავებული სტრატეგიის განხილვა პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
“კურიერი”