ორი დამნაშავის გამო ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას ვერ დავუშვებ

“მეორე მხრივ ისიც არ ჩანს, რომ ქართულ ოცნებას სიტუაციიდან გამოსვლის პოლიტიკური ბერკეტი გააჩნდეს.

აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება. ამიტომაც და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს.  ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პ.ს. ქალბატონო პრეზიდენყტო. იქნებ ისიც გეთქვათ მიზეზად, რომ ევროპარლამენტარების ზეწოლას ვერ გაუძელით?!თქვენ შეიწყალეთ უგულავა, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი ლარი მოპარა.

“ნიუსფრონტი”