საინგილოში 18 წლის ქართველი სტუდენტი, ილია ჭავჭავაძე მოკლეს

საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 18 წლის ქართელი სტუდენტი ილია ჭავჭავაძე მოკლეს 14 მაისს.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებზე დაყრდნობით საინგილოს მკვლევარმა სერგი კერესელიძემ აცნობა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა და სუპერმარკეტ “სპარში” მუშაობდა.

საზარელი მკვლელობა ახალგაზრდების ჩხუბის დროს, დანის გამოყენებით მოხდა და სამი ჭრილობიდან ერთ-ერთი – გულ-მკერდის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. დანაშაულისთვის დაკავებულია 16 წლის ადგილობრივი.

როგორც ცნობილია, დანაშაულში ბრალდებული 16 წლის ადგილობრივი პოლიციამ დააკავა.

“ალია”