432ადამიანია უკვე გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ  7 ადამიანი გამოჯანმრთელდა.  დაინფიცირდა მხოლოდ 6. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 357. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.