დღეიდან პირობითი მსჯავრდებულების კონტროლი ეტაპობრივად აღდგება. მსჯავდებულთა პირველი ჯგუფი ვალდებული იქნება დაუბრუნდეს კონტროლის ჩვეულ რეჟიმს.
დღეიდან ეს შეეხება მათ, ვინც ოჯახურ, ან ოჯახში ჩადენილი დანაშაულის გამოა მსჯავრდებული. ასეთი კი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე ადამიანია.
რაც შეეხება დანაშაულის სხვადასხვა კატეგორიაზე მსჯავრდებულებს, კონტროლის აღდგენაზე განცხადებები ეტაპობრივად იუსტიციის სამინისტროში გაკეთდება და რამდენიმე კვირაში ყველა პრობაციონერი ე.წ „იანვარ- თებერვლის“ რეჟიმს დაუბრუნდება.