ირაკლი ლატარია შეუყვანიათ სიაში…იქნებ “პატრიოტთა ალიანსში” გეკითხათ, ვინაა ეს ლაქია და რა პრობლემა ჰქონდა ლომიასთან?!

“ქართულ ოცნებაში” საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია., ისიც ცნობილია რომ რამდენიმე  ადამიანის სიაში ჩასმა უკვე გადაწყვეტილია,

არის ერთი ისეთიც, რომლის გამო ხმაური გუნდის გარეთ კი არა, გუნდის შიგნით უკვე ატეხილია და ვნახოთ, რას იზამენ საბოლოო ჯამში „ოცნების“ ლიდერები.

ახალი სახეებით დავიწყოთ. ვალერიან, იგივე ვაკა გორგილაძე საპარლამენტო სიაში მოხვედრას წინა მოწვევის პარლამენტშიც ცდილობდა, მაგრამ მაშინ ეს საქმე არ გამოვიდა, ახლა კი, როგორც გვეუბნებიან, მისი ბედი გადაწყვეტილია და ის გამსვლელ სიაში იქნება. ჰო, გორგილაძე ლაშა ნაცვლიშვილის კადრია. „მრეწველების“ კვოტით სიაში იქნება გიორგი ტყემალაძეც, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ამბობენ, “მრეწველებს” კიდევ ორი კაცის ჩასმის უფლებას მისცემენო. სიაში აუცილებლად იქნებიან ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი და იურისტი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც გვითხრეს, თითქმის გადაწყვეტილია კიდევ ორი ექსპერტის, გია აბაშიძისა და ირაკლი ლატარიას ჩასმაც.ეს უკანასკნელი საზოგადოებაში საკმაოდ არაპრესტიჟულია.

“ოცნება” აქაც შეცდომას უშვებს.

რადგან ექსპერტებზეა საუბარი, ისიც ვთქვათ, რომ სიაში მოსახვედრად იბრძვის ანდრია გვიდიანიც, თუმცა მამამისი, მურთაზ გვიდიანი სერიოზულ სკანდალებშია გახვეული, ბინათმშენებლობაში თაღლითობის ბრალდებით ის წინა ხელისუფლებას დაკავებულიც ჰყავდა და 30 წელიც ჰქონდა მისჯილი (ეპიზოდების გათვალისწინებით), თუმცა ამ ხელისუფლებამ გამოუშვა და ანდრიასაც ხელისუფლების პოზიცია ტელე-ეთერებში კბილებით ხშირად დაუცავს, თუმცა მამამისის მიერ დაზარალებულთა სიაში „ოცნების“ არაერთი გავლენიანი წევრია და ვნახოთ, რამდენად გამოვა ეს ამბავი.

საუბარია ასევე სადვოკატ მარიამ კუბლაშვილზეც.

ასე რომ…საარჩევნო სიაზე სერიოზული ჭიდაობა მიდის. მმართველ გუნდს სავარაუდო ორიენტირად 120-კაციანი სიიდან 60-კაციანი გამსვლელი აქვს განსაზღვრული და ამ 60 კაცში უნდა ჩატიოს ყველა და ყველაფერი. ამ ადამიანებში საკუთარი კანდიდატების ჩასმა სურს კახა კალაძეს (პლუს თალაკვაძე-კობახიძის დუეტს), გიორგი გახარიას, უჩა მამაცაშვილს, უსაფრთხოების სამსახურს და რაღა თქმა უნდა, თავად ივანიშვილი აპირებს სრული მონოპოლია ჰქონდეს, ოღონდ გუნდის წევრების ინტერესებიც როგორმე გაითვალისწინოს…

ცნობისათვის, ირაკლი ლატარიასთან მიმართებაში  იქნებ “პატრიოტთა ალიანსში” გეკითხათ, ვინაა ეს ლაქია და რა პრობლემა ქონდა ლომიასთან?! რატომ იბარებდნენ პროკურატურაში?! არის თუ არა იგი ცილისმწამებელი?!