“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, 8 მარტის შეთანხმებაში მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმრებსა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას გულისხმობს, ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებაში არსებობს ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება სასამართლოში ერევა. გიგი უგულავას თქმით, სწორედ ამ აზრის შეცვლის მიზნით დათანხმდა ხელისუფლება ამ შეთანხმებას.
ამასთან, გიგი უგულავამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პოზიციას.
“ადრესატი ბოლომდე მე არ ვარ, იმიტომ, რომ მე მაშინ ციხეში ვიყავი და ვინც შეთანხმებებზე და მოლაპარაკებებზე დადიოდა, მრავალგზის გააკეთეს ეს განმარტება.
მეორე ნაწილი შეთანხმების ზუსტად იმიტომ არსებობს, რომ ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება სასამართლოში ერევა და პოლიტიკურად იყენებს და ეს აღქმადობა რომ შეიცვალოს, ზუსტად ამიტომაც ხელისუფლება დათანხმდა იმ მეორე მოთხოვნაზე. იმიტომაც ჩაიწერა იქ პრეზიდენტი, რომ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოეყენებინათ.
ზუსტად რომ ჩვენი პარტნიორები დიპლომატიის საერთშორისო ენას იცავენ, ზუსტად ამიტომაც იყო ის ტექსტი ისეთი დიპლომატიური, სწორი აქცენტებით, მაგრამ შენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სამწუხაროდ, რომელსაც ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს, იმის ყველა ატრიბუტის პატივისცემით.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას ამაზე, ეს ძალიან ჰგავს პუტინის რუსეთის პოზიციას, რომელიც, რომ გაქექო, ფილოსოფიურად ემყარება სუვერენული დემოკრატიის გამოგონილ პრინციპს. რასაც საუბრობს “ქართული ოცნება” არავინ არ ჩაერიოს და ა.შ., ეს ის ფორმაა, პუტინი როცა სუვერენულ დემოკრატიაზე საუბრობს და სუვერენული დემოკრატია არ არსებობს, ეს არის სუროგატი ცნება და საქართველოში სუვერენული დემოკრატია არასდროს არ იქნება,” – აცხადებს გიგი უგულავა.
გიგი უგულავას თქმით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, თუმცა ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის პატივისცემის გამო, ამას ხმამაღლა არ აჟღერებენ.
“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, მაგრამ ქვეყანას, რომ პატივს გცემენ, ამიტომ ამას პირდაპირ დიპლომატები არ გეუბნებიან. პოლიტიკოსებმა გვითხრეს ეს პირდაპირ, მაგრამ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მანიპულირებს სასამართლოთი, დიახ ეს ასეა და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან. გვეუბნებიან, უბრალოდ პატივს გვცემენ. ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება არ სცემს პატივს საკუთარ თავს და ქვეყანას, საერთაშორისო პარტნიორებს აი ასე რომ ელაპარაკება და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
ისინი ამას ხედავენ, იმიტომ იყო ეს მეორე ნაწილი, თორემ მეორე ნაწილი არ იქნებოდა პრობლემა რომ არ არსებობდეს,” – განმარტა გიგი უგულავამ.
“კურიერი”