თურქეთი საჰაერო საზღვრებს ხსნის – რა უნდა იცოდეთ თურქეთში წასვლის მსურველებმა

20 მაისიდან თურქეთის რესპუბლიკა საზღვრებს ხსნის 31 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის. სიაში მოხვდნენ როგორც ამიერკავკასიის სახელმწიფოები, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაც.

 

ახალი რეგულაციების მიხედვით, თურქეთში შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ საჰაერო გზით და გამოყენებული იქნება უშუალოდ სტამბულის და ანკარას საერთაშორისო აეროპორტები. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთში შესვლა ამ ეტაპზე ნებადართულია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ქვეყნის ტერიტორიზე გეგმავენ მკურნალობას. საუბარია საბავშვო და საერთო ქირურგიაზე, ონკოლოგიაზე, ნეიროქირურგიაზე, უროლოგიაზე, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაზე, რეპროდუქტირებულ თერაპიაზე, გემატოლოგიაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე  და ინტენსიურ თერაპიაზე. 

 სამკურნალოდ წასულ ვიზიტორს უფლება ეძლევა, თან ახლდეს ორი პირი. თურქეთში აეროპორტში საპასპორტო და საბაჟო კონტროლის გავლის დროს, სტუმრები აუცილებლად უნდა იყვნენ დაცულნი პირბადით, ისევე როგორც საჰაერო რეისის შესრულების ხანგრძლივობის პერიოდში, ასევე თურქეთის რეპუბლიკაში. საზღვარზე ვიზიტორებს მოუწევთ მესაზღვრეს გადასცენ საბუთი კოვიდ19-ის ნეგატიურობაზე, რომელიც გაცემულ უნდა იქნას ქვეყანაში შესვლამდე არაუმეტეს 48 საათისა. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს არ ექნება ცნობა, მოუწევს ჩაფრენის შემდეგ ფასიანი კომერციული ტესტის ჩატარება. აგრეთვე აუცილებელია, თან იქონიოთ ამა თუ იმ კლინიკის ოფიციალური საბუთი, სადაც აპირებთ კურსის გავლას.

პოტენციურმა პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მკურნალობის პერიოდში, ისინი ვერ დატოვებენ კლინიკებს, მათთვის სამკურნალო დაწესებულებში სპეციალური ფლიგელი იქნება მობილიზებული. ენობრივი ბარიერის შემთხვევაში, მათთვის იმუშავებს თარჯიმანთა დიდი შტატი.

თავისთავად აღნიშნული რეგულაცია მისასალმებელია, თუმცა სიაში მოხვედრილი ბევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, დღემდე ეკრძალება საკუთარი სახელმწიფოს დატოვება.

ბექა კვიციანი