უკრაინამ სააკაშვილის ნაცვლად ტოხოსაშვილი გადმოგვცა

მას შემდეგ, რაც უკრაინამ კრიმინალი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არა თუ გადმოსცა საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოებს, არამედ პირიქით, დააწინაურა და პოლიტიკური თანამდებობა მისცა, ახლა ქმნის იმის ყალბ განცდას, რომ ჩვენი “პარტნიორია”.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს თვითმფრინავით გამოუგზავნეს ინტერპოლის ხაზით ძებნილი, სსკ 327-ე მუხლით (ტერორისტულ დაჯგუფებაში წევრობა და მონაწილეობა) ეჭვმიტანილი ალ-ბარ შიშანი, იგივე პანკისელი ცეზარ ტოხოსაშვილი.

ტოხოსაშვილი 2012 წლის შემდეგ სირიაში იმყოფებოდა, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, თარხან ბათირაშვილს დაუახლოვდა. მას კავშირი ასევე ჰქონდა აჰმედ ჩატაევთან და სხვა ცნობილ ტერორისტებთან.

ერთი პერიოდი ტოხოსაშვილი თურქეთში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც სირიაში ბათირაშვილი გაანადგურეს. კიევში იგი ყალბი საბუთებით ჩავიდა.

თვითმფრინავი, ტოხოსაშვილით ბორტზე, კიევიდან თბილისში 17 მაისის საღამოს დაფრინდა.