456 გამოჯანმრთელებული ადამიანი ყავს საქართველოს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მხოლოდ 1-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 702-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით კი 332 ინფიცირებული პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების თანახმად, გაცილებით მეტია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ეს რიცხვი დღეს 24-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ამ ეტაპზე COVID 19 საქართველოში 456-მა პაციენტმა დაამარცხა.

გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 3,787 ადამიანი რჩება,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 337 პირი.