ლუგარის ლაბორატორიის ადმინისტრატორებს სწამთ, რომ ყველაფერი ამერიკული- ოქროა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Gilmead Sciences, რომელმაც ახლახანს საზოგადოებას Covid-19-ის სამკურნალო პრეპარატი „რემდესივირი“  შესთავაზა, თანდათან, კორონავირუსთან ბრძოლაში  ამ სრულიად უსარგებლო პრეპარატის გამოცდასთან  დაკავშირებული  საშიში ექსპერიმენტების  ელეგანტურად დასრულების საშუალება გამონახა. კომპანიის იმიჯი დროებით მაინც გადარჩენილია, ხოლო „რემდესივირთან“ დაკავშირებულ კამათში კი მრავალწერტილი დაისვა.

13 მაისს ბი-ბი-სი-მ გვამცნო: „როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIAID) განაცხადა, აშშ-ში „რემდესივირის“ კლინიკური გამოცდები შეჩერებულია“.

 „კლინიკური გამოცდები შეჩერებულია იმის გამო, რომ საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს შორის, რომლებსაც პლაცებოს (რაიმე ზემოქმედების თვისებების არმქონე, საიმიტაციო ნივთიერება) უკეთებდნენ,  ზედმეტი მსხვერპლი თავიდან იქნას აცილებული და  ექსპერიმენტი ისე დასრულდა, რომ საბოლოო შედეგებს არც კი დაელოდნენ. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ „რემდესივირის“ ეფექტურობა კორონავირუსთან ბრძოლაში, რომელმაც 300 000 ადამიანი იმსხვერპლა, ხელახლა არის დასადგენი“,- აცხადებს სააგენტო.

 ამერიკელებს კარგად ეხერხებათ თავის გაპიარება და  მარცხის დიდ გამარჯვებად წარმოჩენა! მთავარმა ამერიკელმა იმუნოლოგმა, ამავე დროს NIAID-ის დირექტორმა ფაუჩიმ პრეზიდენტ ტრამპის წინაშე კომედია გაითამაშა, როდესაც მან ექსპერიმენტის მიმდინარეობას ყოვლად უსაფუძვლოდ დამაიმედებელი უწოდა, თითქოს პრეპარატი ცალსახად პოზიტიურ ეფექტს ახდენს პაციენტებზე და აჩქარებს მათ გამოჯანმრთელებას, რითაც უბიძგა მკურნალ ექიმებს აბსოლუტურად ყველა პაციენტისთვის Covid-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირი“ მიეცათ. ამით, ფაუჩიმ ფაქტობრივად გააუქმა მეორე საკონტროლო ჯგუფი, რომელიც ექსპერიმენტის ფარგლებში პლაცებოს იღებდა, პაციენტებზე „რემდესივირის“ ზემოქმედებასთან შესადარებლად. სწორედ ამის გამო ექსპერიმენტი ჩავარდა და პრეპარატ „რემდესირვირის“ ეფექტურობის თუ არაეფექტურობის დამტკიცება შეუძლებელი გახდა.

ამასთან ერთად, ბი-ბი-სი იძულებულია აღიაროს:

„ფაუჩის ოპტიმიზმს  ექსპერიმენტულ თერაპიასთან მიმართებაში თავიდანვე ბევრი არ იზიარებდა. პრეპარატის გამოცდების შუალედური შედეგებიც კი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. კერძოდ, ჟურნალი Forbes ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ანტივირუსული პრეპარატის გამოცდის დროს ყურადღება პირველ რიგში  პაციენტებზე ვირუსული დატვირთვისთვის უნდა მიექციათ, ანუ იმისთვის, რამდენად  იცვლება დაავადების გამომწვევის კონცენტრაცია სისხლში. თუმცა, გამოკვლევის ავტორებმა, შუალედური შედეგების გაცხადების დროს, რატომღაც საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ამ მაჩვენებელს.

სამაგიეროდ, ამას ყურადღება მიაქციეს ანალოგიური ექსპერიმენტის ავტორებმა, რომელიც ოდნავ ადრე ჩინეთში ჩატარდა- დადგინდა, რომ Covid-19-ით დაავადებული ავადმყოფების ვირუსულ დატვირთვაზე „რემდესივირი“ საერთოდ არ მოქმედებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დასკვნა ასეთია: „რემდესივირი“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულებით უსარგებლოა!

არსებობს სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო მრავალი ექსპერტი იმედგაცრუებულია NIAID-ის გადაწყვეტილებით, დროზე ადრე დაასრულონ ექსპერიმენტი. მით უმეტეს, რომ მასში ოთხჯერ მეტმა პაციენტმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ჩინეთში ჩატარებულ ანალოგიურ ექსპერიმენტში“ – წერს ბი-ბი-სი.

სწორედ აქედან გამომდინარე და არა რაიმე სუბიექტური ფაქტორის გამო, ჩვენმა სააგენტომ ლუგარის ლაბორატორიის პარტნიორი ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატს უსარგებლო უწოდა, რასაც  ქართულ მედიასივრცეში „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის მისამართით დიდი უკმაყოფილება მოყვა, რაში აღარ დაგვადანაშაულეს.

შედარებით საქმიან ტონში, მაგრამ მაინც უსამართლოდ გვაკრიტიკებს ამერიკის სამთავრობო სააგენტოს „ამერიკის ხმის“ ქართულენოვანი რედაქციაც. ჩვენმა პუბლიკაციამ ისეთი ისტერიკა გამოიწვია, რომ ოპონენტებმა ამერიკულ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ნიუსფრონტთან“ დაკავშირებული ყველა „ფეისბუქგვერდის“ გაუქმებასაც კი მიაღწიეს.

მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი, არამედ სხვა რამ. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, ლუგარის ლაბორატორიის ქართველმა ექიმ-ადმინისტრატორებმა საკმაოდ სასაცილო (თუ სატირალ?!) მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი – იმ დღესაც კი, როდესაც აშშ-ში „რემდესივირთან“ დაკავშირებული ექსპერიმენტი შეწყდა, ისინი აქ მაინც აგრძელებდნენ  „ჯადოსნური ამერიკული მედიკამენტის“ ქება-დიდებას და  საქართველოში „რემდესივირის“ ექსპერიმენტული დანერგვის აუცილებლობაზე საუბარს! ისინი, ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად ქართველი პაციენტების  შემთხვევითი შერჩევისთვის ემზადებოდნენ.

13 მაისს , დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტების „რემდესივირით“ ექსპერიმენტული მკურნალობისთვის  მზაობა განაცხადა. ოდნავ ადრე, კი, 30 აპრილს, საქართველოს მთავარი ვირუსოლოგი თენგიზ ცერცვაძე გულანთებული იმედოვნებდა, რომ საქართველო იმ ქვეყნების პირველ რიგებში აღმოჩნდებოდა, რომლებიც „ჯადოსნურ ამერიკულ მედიკამენტს“ მიიღებდნენ და გამოიყენებდნენ.

ჩვენი ექიმ-ადმინისტრატორების ასეთი დაუფიქრებელი და ზერელე დამოკიდებულება კორონავირუსის სამკურნალოდ  ყოვლად გამოუსადეგარ პრეპარატთან მიმართებაში, გვიმტკიცებს რწმენას იმაში, რომ ისინი ამერიკული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ნებისმიერ შეთავაზებას ბაჯაღლო ოქროდ მიიჩნევენ და თვალდახუჭულნი ენდობიან, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო და მისაღები ფაქტი. სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს ადამიანები ჩართულნი არიან ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებაში, რომლის ნაწილიც გასაიდუმლოებულია და ამერიკული კომპანიების დაკვეთით იქ, შესაძლოა, რაღაც ცდები ტარდებოდეს… სწორედ ამიტომ, მათი მიამიტური ნდობა ყველაფერი ამერიკულის მიმართ საფრთხის შეგრძნებას იწვევს – ბიოლოგიურ მასალასთან ხუმრობა ხომ ძალზედ საშიშია!

ამირან იმნაძე