ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალურ საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატები დუმილს არღვევენ. ისინი პროკურატურას და სასამართლოს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ.
ადვოკატი ზაზა გიგაური ირწმუნება, რომ მტკიცებულებების არარსებობის გამო, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს:
,,ბავშვებს ურეკვენ და ეუბნებიან: თუ, თქვენ უარს იტყვით საპროცესო შეთანხმებაზე, თქვენი მშობლები მრავალი წლით, ან უვადოდ აღმოჩნდებიან ციხეში. ეს დანაშაულზე მეტია, რასაც პროკურორები აკეთებენ”-აცხადებს ზაზა გიგაური.
გარდა ამისა, საქმის კიდევ ერთი ადვოკატი სპარტაკ ვარძელაშვილი ამბობს, რომ პრობლემაა სასამართლოშიც და ის ქეისი მოჰყავს, როდესაც ამ საქმეზე მოსამართლემ პროკურატურის ის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, რომელიც ნანახი არც მოსამართლე ბუგიანიავილს და არც დაცვის მხარეებს ნანახი არ აქვს.
ადვოკატები დარღვევების შესახებ წერილის მომზადებას და საელჩოებში გაგზავნას გეგმავს. წერილს იმ იმ სიასაც დაურთავენ თან, სადაც საქმის მოსამართლის და პროკურორების მონაცემები იქნება შეტანილი. ისინი მოითხოვენ, რომ მათ აეკრძალოთ ამერიკაში და ევროკავშირის ზონაში შესვლის უფლება.
ცნობისთვის, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 20-ზე მეტი პირია დაკავებული, მათი უმრავლესობა დაზარალებული ბავშვების მშობლები არიან. მათი ნაწილ მზადაა ბრალი აღიაროს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
ვნახოთ რა განცხადებები კეთდებოდა, როცა ეს პირები დააკავეს:
“არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი დააკავეს. დაკავებულები არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი.
ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში.
ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.”
თუმცა ახლა პროკურატურა აცხადებს რომ 20 ბრალდებული ჰყავს და საპროცესო გარიგების დადებას აპირებს, რადგან დაკავებულებმა მოინანიეს.
ადვოკატების საუბრიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მათ არც კი უღიარებით დანაშაული და რთული სათქმელია, რას ნიშნავს მოინანიეს…
როგორც ჩანს, პროკურატურას სამხილების არარსებობის გამო საქმე ენგრევა? ის საქმე, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახური ჰყავდა ჩართული.
რამდენიმე დღით ადრე, პროკურატურამ საქმე წააგო სასამართლოში, 5 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც ჩანს ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს კი არ სურთ საპროცესო შეთანხმება – არამედ, პროკურატურას, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის საუკუნის საქმის გახსნას აანონსებდა!
წყარო: “ნიუპოსტი”, “ალია”