საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება აუცილებელი ხდება.

ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” განაცხადა.

“საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ ეს იქნება, ნიღბების ტარება აუცილებლად. მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, გვესმის, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა”, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

“ინტერპრესნიუსი”