ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუს კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ბოლო მონაცემებით, ბოლნისში ვირუსის უკვე 156 შემთხვევაა დაფიქსირებული.
25 აპრილიდან მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 707-მდე გაიზარდა, 456 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
“იმედინიუსი”