“უზრდელი ხარ!” რურუა – პროკურორს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გიორგი რურუასა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მოწმის გამოკითხვას მოჰყვა, როდესაც გიორგი რურუა მას კითხვას უსვამდა.

პროკურორმა კი სასამართლოში ამ კითხვის აცილება მოითხოვა.

“უზრდელი” ასე მიმართა გიორგი რურუამ საქმის ერთ-ერთ პროკურორს დარბაზში, რასაც დარბაზში ხმამაღალი საუბარი მოყვა.

მოსამართლე ვასილ მიგინეიშვილმა გიორგი რურუას გაფრთხილება მისცა და კორექტულობისკენ მოუწოდა.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილი თქმით:

“ინციდენტს რაც შეეხება, შეიცვალა ერთ-ერთი პროკურორი, რომელმაც იუზრდება, დაგვიწყო ყვირილი და ამას მოჰყვა ინციდენტი.

გინებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ იყო ხმამაღალი საუბარი”.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორჟიკა) რურუას მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.დღევანდელ სასამართლო სხდომას ბრალდებული გიორგი რურუა ესწრება.

 

 

 

 

“აიპრესი”