27 მაისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 27 მაისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშით წარდგება.

მან ასევე განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრისგან პარლამენტიო მოისმენს სრულ ანგარიშს იმის შესახებ, კოვიდთან დაკავშირებით რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში.

” იქნება სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია, დებატები. მთავრობასთან ერთად თითოელ თქვენგანს ექნება საშუალება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან მიმარტებაში ჰქონდა და მიიღოს პასუხები” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სხვა ფორმატებშც მიბრძანდება, მათ შორის, ივნისში არის მთავრობის წლიური ანგარიში, ასევე 29 მაისისთვის, ინტერპელაციის წესით, რომლითაც ფრაქციებს აქვთ მოთხოვნილი.

“იმის მიუხედავად, რომ სკეპტიკური განცხადებები კეთდებოდა წინა დღეებში, რომ თითქოს პარლამენტს არანაირი ანგარიშვალდებულება არ რჩება, ხედავთ, რომ ეს ასე არ არის. პარლამენტის სამუშაო რეჟიმში დაბრუნებისთანავე ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული” მიმართა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს.

 

 

 

“აიპრესი”