კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 485 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 485 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 721 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

 

 

წყარო: “თაიმერი”