არსებობს ვარაუდი, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებში კოვიდი ტოვებს სერიოზულ დაზიანებებს, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
“გამოითქმება ეჭვი, საბედნიეროდ მხოლოდ ვარაუდია იმაზე, რომ მას შემდეგ რაც პაციენტი განიკურნება ამ დაავადებისგან, ვირუსი ტოვებს ორგანიზამში სერიოზულ დაზიანებებს. ანუ უკვალოდ არ ქრება. ჩვენ ჯერ არ გვქონია საშუალება, რომ პოსტკოვიდური პაციენტები შეგვესწავლა, მაგრამ სამედიცინო ლიტერატურაში უკვე არის ეს საკითხები. მაგალითად ჩინეთში, სადაც ადრე დაიწყო ეს დაავადება. ნახულობენ, რომ ადამიანები, რომლებიც განიკურნენ რიგი სასუნთქი სისტემების სერიოზული დაზიანებებია, მაგალითად ფილტვების, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სხვა.
ძალიან საინტერესო პოსტი დადო ზურაბ გურულმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ მწვავე პოლემიკა მქონდა, მაგრამ ესეც ჩვენი პროფესიის ნაწილია. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამერიკაში კოვიდგადატანილი ახალგაზრდები ჩათვალეს, რომ არ ექვემდებარებოდნენ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა. თან ვინ? აშშ-მა. ამას მოჰყვა პროტესტი და 18 საათის წინ შეცვალა გადაწყვეტილება ამერიკამ, მაგრამ ბოლომდე არა. ჩაწერა, რომ ინდივიდუალურად განიხილავს კოვიგადატანილი ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ინფექცია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
“აიპრესი”