მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა პირბადე მხოლოდ ორ ადამიანს ეკეთა.
აღნიშნული ორი ადამიანი კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე არიან.
პრემიერ-მინისტრმა სხდომის გახსნისას აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საკოორდინაციო საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა.
„დღეს გარკვეული ინტერვალის შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასე შევხვდეთ ერთმანეთს“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდესაც ჯერი ამირან გამყრელიძეზე მიდგა, მას არც მაშინ მოუხსნია პირბადე, როცა სიტყვით გამოდიოდა.
ცნობისთვის 17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა აკრძალულია.
წყარო: “ალია”