აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციები კიდევ 33 ჩინურ კომპანიას დაუწესა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამინისტროს ცნობით, ე.წ. შავ სიაში შეტანილი 24 ორგანიზაცია აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
გარდა ამისა, სასანქციო სიაში მოხვდა კიდევ 9 ჩინური ორგანიზაცია, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეულები.
imedinews.ge