თბილისის მრავალტანჯული სატელევიზიო ანძა ყოველ საღამოს სხვადასხვა ქვეყნების დროშების ფერებში ნათდება, ბოლოს კინაღამ “ლგბტ”-ის დროშის ფერებშიც გაგვინათდა, რომ არა თურქმენეთის ეროვნული დღესასწაული. ამიტომ, რუსეთმა რაღა დააშავა, ოკუპანტი ოკუპანტად, მაგრამ ანძის განათება კი შეიძლება რუსეთის დროშის ფერებშიო.
ასე ფიქრობს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ჯანყარაშვილი, რომელმაც ფრიად გაბედული მიმართვა გააკეთა თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ:
“Kakha Kaladze კახა კალაძე – ანძა ავანთოთ რუსეთის დროშის ფერებში და ამით ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ, ჩვენთვის რუს ერს არაფერი დაუშავებია და ვფიქრობ იმსახურებენ მეგობრული სოლიდარობის ჟესტს !!!
დღეს რუსეთის ფერებში ავანთოთ და ხვალ – ბრაზილიის !!!
მიდი, კალა, მაქსიმუმ ნაცებმა და ლგბტ-პელენწიკებმა დაიწყონ კივილი და მორჩება …
ჩვენი მხრიდან კი ღირსეული ნაბიჯი იქნება…” – აღნიშნავს ირაკლი ჯანყარაშვილი სოციალურ ქსელში.