საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია საჰაერო, სარკინიგზო, საქალაქთაშორისო, საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მათ შორის, მეტროპოლიტენის) ფუნქციონირება.
რას ნიშნავს ახლა ეს და რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში საზოგადოებას, რომელსაც მინიმალური პრეტენზია მაინც აქვს ადამიანური სახის შენარჩუნებაზე, რომ არაფერი ვთქვათ, აქედან გამომდინარე უმძიმეს პერსპექტივაზე, რომელიც წინამდებარე დადგენილების უსიტყვო მორჩილებას მოჰყვება აუცილებლად?!
ასე უცერემონიოდ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მხოლოდ ცხვრის ფარას მოექცევიან, რომელსაც საითაც უნდათ, იქითკენ გარეკავენ, საჭიროების შემთხვევაში კი უფსკრულის პირამდეც მიიყვანენ და ხელსაც შეაშველებენ, რომ გადაიჩეხოს!
დიდი მადლობა პატივცემულ მთავრობას, საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი (ამის აუცილებლობაში დღესაც არა ვარ გარკვეული), რომ მოგვიხსნა, მაგრამ, იმ უაზრო, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული შეზღუდვების ძალაში დატოვების შემდეგ, ტრანსპორტთან დაკავშირებული„სიურპრიზი“ არა მარტო გამაოგნებელი, არამედ, ბოლომდე დამამცირებელია!
თუ მავანი და მავანი ამ დრაკონულ გადაწყვეტილებას ვიღაც-ვიღაცების ბიზნესის (რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ასოცირებული) ლობირებით ხსნის, მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ხალხის დათრგუნვის, მისი საბოლოო დამონებისკენ მიმართული ნაბიჯი – „ხალხი ყველაფერს ეჩვევა“ ფორმულის გამოყენებით!
ჯერ ერთი, მთავრობამ უნდა განმარტოს, რით არის განპირობებული ამ სასიცოცხლოდ დამანგრეველი გადაწყვეტილების მიღება. მეორეც, რით აპირებს იგი (მთავრობა) აანაზღაუროს სახელმწიფოს, მისი მოსახლეობის სრული პარალიზებით გამოწვეული დანაკარგები?!
ჯერ ერთი, ყველას არა ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო, ვისაც ჰყავს, მალე ბევრს არ ექნება საწვავით უზრუნველყოფის საშუალება, რომ არაფერი ვთქვათ ტაქსით ყოველდღიურად მგზავრობაზე სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით!
სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ავგიას თავლად ქცეულმა საქართველოს პარლამენტმა, ისეთი რეგულაციები დაამტკიცა, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, არამედ, საბოლოოდ ანადგურებს მას!!!
მაგალითისთვის, საგანგებო წესების დარღვევისთვის დაწესებული, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ჯარიმები და საგანგებო მდგომარეობის ხელმეორედ დარღვევისთვის 6 წლიანი პატიმრობის განსაზღვრა კმარა…
საგანგაშოა, პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის უფლებების დელეგირება, რომელიც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს თვითონვე განსაზღვროს ნებისმიერი სახის შეზღუდვები და დააწესოს ანტიკონსტიტუციური რეგულაციები.
ამით საქართველოს პარლამენტმა არა მარტო თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, არამედ, დაბეჯითებით მიგვანიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მთლიანად კასტრირებულია და ყველაფერი იმ მომაკვდინებელ დირექტივებს ექვემდებარება, რომლითაც ცდილობენ კაცობრიობის გაგუდვას!
მე არ ვამბობ, რომ გიორგი გახარია საქართველოს მტერია,
მე არ ვამტკიცებ, რომ იგი ანტიხალხურ გადაწყვეტილებებს ხალისით აწერს ხელს,
მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ იგი მსოფლიო შეთქმულების მძევალია და აიძულებენ გახდეს ამ ანტიკაცობრიული შეთქმულების მონაწილე!
დღეს ყველაზე უმძიმეს სიტუაციაში სწორედ გახარია იმყოფება – დიახ, მას აიძულებენ ჩაერთოს ბინძურ თამაშში, მაგრამ, რას ვაკეთებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომ ერთობლივი, თანმიმდევრული პროტესტით ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ მძიმე პერსპექტივა?!
ციხეებში ჩაყრის თუ შიმშილით სულის ამოხდის გვეშინია?!
თუ ასე გაგრძელდა, ისედაც და ასედაც, დავიხოცებით – რა მნიშვნელობა აქვს მორჩილებით და ჩიპიზაციით გავახანგრძლივებთ სიცოცხლეს და უსულო მასად ვიქცევით, თუ ეშმაკს იოლად არ დავნებდებით და უფალთან მისასვლელ გზას გავიიოლებთ? ერთ დროს ხომ მაინც მოგვიწევს იმ მარადიულ სამყაროში გადასახლება?!
ბოლოს და ბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს კორონას შიშით წავალთ თვითხარაკირზე, თუ სამართლიანი პროტესტით აღვასრულებთ ადამიანურ ვალს უფლის წინაშე და ეშმაკს არ დავნებდებით?!
კორონა არა, ტოროლა!!!
ზაურ ნაჭყებია,
“ივერიონი”