ჩემი სომეხი კოლეგის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის ყველანაირ არგუმენტს მოკლებული, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს.
ტიკარაძემ „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ იგეგმება არმენ ტოროსიანთან კომუნიკაციას, რათა გაიგონ, რა გახდა მისი განცხადებების მიზეზი
„ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო კომუნიკაცია იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ეპიდემია და გავდიოდით გარკვეულ კონსულტაციებს და ვადარებდით ჩვენი ქვეყნების მდგომარეობას. თუ მას კითხვები გააჩნდა, შეეძლო გამოეყენებინა კომუნიკაციის ეს ხერხი და ჩვენი მხრიდან მოხდებოდა ყველა მის კითხვაზე პასუხის გაცემა
ის, რომ საქართველოს ჯანდაცვის მხრიდან დადებული შედეგები არ არის ეჭვქვეშ, ამას ადასტურებს არამხოლოდ ის რიცხვები, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში, არამედ ყველა ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვისმენთ საზოგადოების მხრიდან.
აქედან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები იბადება, თუ რა ედო საფუძვლად ჩემი კოლეგის მხრიდან ამ განცხადების გაკეთებას. ჩვენ ვგეგმავთ შემდგომ კომუნიკაციას მასთან იმისათვის, რომ დეტალებში გავერკვეთ, თუ რა გახდა ამის მიზეზი“
შეგახსენებთ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას:
“საინტერესოა, რას თვლიან ისინი ტესტირებაში. 100%-ანი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ როგორც ვიცი საქართველოში 40 000 ტესტი ჩატარდა თუმცა, აქედან ყველა PSR ტესტი არ ყოფილა. მათი ნაწილი იყო სწრაფი ტესტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად არ ვიყენებთ, რადგან არ არის სანდო.
საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი.
საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა COVID-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას“- განაცხადა ტიკარაძემ.