ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:
“შეიძლება ეს ძალიან არაპოპულარულია რასაც ვწერ, თუმცა ჩემი ემოციაა.
აი ძალიანაც მომწონს ასეთი ამბავი და ღრიანცელი რომ არის ქუჩებში.
(ბუნებრივია ბოდიში ავადმყოფებთან და მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახის წევრებთან, რომლებისთვისაც ეს ხმაური ძალიან არასასიამოვნოა).
აი ეგეთი ხალხი ვართ. ემოციური, ხმაურიანი, სიხარულის გამოხატვაც შეგვიძლია და მწუხარებისაც.
ახლა ვიღაცას ეს ყველაფერი მაგრა ეგოიმება, ვიღაცას “იხიდნად” ეღიმება, ვიღაც საშინლად გაბრაზებულია, ვიღაცას თვითონაც უნდა იგივე გააკეთოს და რაღაც მაინც აკავებს სახლში, ვიღაც საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და ფილმს უყურებს (ეს მე გახლავართ.)
მოკლედ ისინიც, ვინც გარეთ არ გაცვივდნენ თავისებურად ხმაურობენ საკუთარ სახლებში, ტვინში, გულებში…
აი ეგეთები ვართ რაც ვართ და თუ არ მივიღებთ ჩვენს თავს და თითოეული ჩვენთაგანი მთელს ერს ისეთს, როგორიც არის, მითუმეტეს თუ არ შეიყვარებს, მაშინ ძალიან ცუდად იქნება ჩვენი წინსვლისა და პროგრესის საქმე.
სიცოცხლე უნდა ხმაურობდეს!
ასე ვფიქრობ მე!”- წერს ბაკურაძე.