ტრანსპორტის აღდგენა ივნისის დასაწყისში მოხდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება:

“ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას.

დედაქალაქის მერიას ამ ეტაპზე, 700 ავტობუსი ჰყავს. საგანგებო მდგომარეობამდე ქალაქში 500 მათგანი გადაადგილდებოდა. მისივე თქმით, თუ საჭირო იქნება, ხალხმრავლობის თავიდან არიდების მიზნით, მერია სათადარიგო ავტობუსებსაც დაამატებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა შესაძლოა, 15 ივლისამდე არ მოხდეს, კალაძე პასუხობს, რომ “ეს არის ცრუ ინფორმაცია და ტრანსპორტის აღდგენა სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება”-განაცხადა კალაძემ.

 

 

“კურიერი”