თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინას დაჩქარებული წესით გამოცდიან ის ხელმისაწვდომი შემოდგომაზე იქნება.
„ვაქცინასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს და არც გვაქვს. გვაქვს იმიტომ რომ შექმნილია უკვე რამდენიმე ვაქცინა, რომელიც გადის გამოცდებს. არ გვაქვს იმიტომ რომ თუ არ გადაუხვიეს დადგენილ წესს და არ დააჩქარეს, ამას დასჭირდება 1 წელი. დაჩქარებული წესი კი ნიშნავს იმას რომ თუ მაგალითად ცხოველზე უნდა შემოწმდეს ვაქცინა 2-ჯერ ის შემოწმდება მხოლოდ ერთხელ. ასე რომ დაჩქარებულ შემთხვევაში ვაქცინა შესაძლოა იყოს შემოდგომის ბოლოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა იმის შანსი რომ ახალი კორონავირუსის უკვალოდ გაქრეს ცერცვაძე პასუხობს:
„ალბათ არსებობს იმის შანსიც რომ კოვიდი ისე გაქრეს როგორც სხვა ვირუსები. კორონავირუსის ორი ახლობელი, მონათესავე დაავადება „სარსი“ და „მერსი“ უკვალოდ გაქრა. ასე რომ შესაძლოა კოვიდიც გაქრეს“.
საქართველოში კორონავრუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დღემდე ინფიცირების 728 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 509 პაციენტი.
წყარო: “პია’