ზურაბ ჟვანია 1990 წელს ამტკიცებდა, რომ საქართველო არ არის აზია, მაგრამ არც ევროპაა არსებითად. ეს განცხადება დისონანსშია ევროსაბჭოში მის 1999 წლის გამოსვლასთან (“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!”). ბატონი ზურაბი 1990 წელს დასავლური მასკულტურიდან მომდინარე საფრთხეზეც საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ საქართველომ რუსეთთან დიდი ხანია, იმუნიტეტი გამოიმუშავა და გადაშენება არ ემუქრებოდა, მაგრამ დასავლეთთან მიმართებაში უფრო სხვა ვითარება ისახება. ვიდეო განათავსეს “ახალგაზრდა მწვანეებმა” ფეისბუკ-გვერდზე (@georgianyounggreens).