დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყებას უპასუხა:
„ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, არაფერი დამალული არაა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე.
რუსეთის ერთ-ერთი თეთრი შური ისაა, რომ ვიდრე ლუგარის ცენტრში ზოგიერთ ინფექციაზე კვლევის შესაძლებლობა იქნებოდა, რუსეთში ხდებოდა გაგზავნა.
შეგახსენებთ, რომ “ტასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით.
“ალია” – კარგი იქნებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეპასუხა, ისევე როგორც, კარგი იქნებოდა, ქართველ ჟურნალისტებსაც ჰქონოდათ ლუგარის დათვალიერების შესაძლებლობა – ჩვენც მეტი ბერკეტი გვექნებოდა სასაუბროდ.
“ალია”