მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის დროს სამსახურები დაკარგეს, ან სხვა მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ ფულად დახმარებებს ამ კვირიდან მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას კითხეს, ამ დრომდე რატომ არცერთი თეთრი არ ჩაერიცხათ მოქალაქეებს დახმარების სახით.
„ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და დასაბუთება, ამ დახმარებას მიიღებს“
“ალია” – რა თქმა უნდა, ყველა ვისაც დახმარება სჭირდება და ვის არ სჭირდება დღეს დახმარება, თანხას ვერ მიიღებს – რადგან სინამდვილეში იმის დასაბუთებას კი არ გთხოვენ, რომ დახმარება ნამდვილად გჭირდებათ – რაც მარტივი იქნებოდა – არ გაქვთ შემოსავალი და მორჩა – არა, თქვენ უნდა დაასაბუთოთ, რომ მუშაობდით და შემოსავალი დაკარგეთ – რაც საკმაოდ რთულია თვითდასაქმებულთათვის. მათ იურიდიული კომპანიის გაცემულ საბუთსა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვების დოკუმენტის წარდგენას სთხოვს სახელმწიფო, რადგან, როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა – სიტყვაზე და დაფიცებით ვერ ენდობა მოქალაქეებს.